ლებკუხენი
ლებკუხენი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მიხაკი - 1/4 ჩ.კ
  • დარიჩინი - 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი - 200 გ
  • ლიმონის და ფორთოხლის ცუკატები - 40-40 გ
  • წვრილად დაჭრილი ნუში - 50 გ
  • დაფქული ნუში - 50 გ
  • თაფლი - 2 ს.კ
  • შაქარი - 100 გ
  • კვერცხი - 2
  • ჯანჯაფილი (კოჭა) - 1/2 ჩ.კ
  • მუსკატის კაკალი - 1/4 ჩ.კ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი გათეთრებამდე.  დაამატეთ დაჭრილი ცუკატები, ნუში, სუნელები. შემდეგ შეურიეთ ფქვილი და სოდა. ცომი 5 საათი დაასვენეთ. შემდეგ კოვზით ამოიღეთ  ცომი და დაალაგეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე, ერთმანეთისგან მოშოშრებით. ცომის თითოეული გუნდა სველი კოვზით მსუბუქად გააბრტყელეთ.  დატოვეთ მთელი ღამით გასაშრობად, შემდეგ კი გამოაცხეთ 150 გრადუსზე 15 წუთი. ლებკუხენები ოდნავ უნდა დაიბრაწოს, რბილი უნდა დარჩეს და არ გამოხმეს. ბოლომდე გააციეთ და ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.
ტეგები:
ნამცხვარი შოკოლადი ნანახია: 21774