შოკოლადის სუფლე: ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში 15-20 წუთი. კაკაო, რძე და შაქარი აურიეთ ერთმანეთში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჟელატინს გადაუწურეთ ზედმეტი წყალი და გახსენით ცხელ კაკაოში. ჩაასხით ფორმაში და შედეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათი. როცა შოკოლადის მასა გამყარდება და შეიკვრება, მხოლოდ მაშინ დაიწყეთ თეთრი ფენის მზადება. თეთრი სუფლე: ჟელატინი კვლავ დაალბეთ წყალში. ცილა ათქვიფეთ ფუმფულა თეთრი ღრუბლის კონსისტენციამდე, დაამატეთ შაქარი და ლიმონის წვენი. კვლავ განაგრძეთ თქვეფა სანამ პრიალა, მყარ ბეზეს არ მიიღებთ. ჟელატინს გადაუწურეთ ზედმეტი წყალი. დაბალ ცეცხლზე გაადნეთ (არ აადუღოთ!), გააგრილეთ და შეათქვიფეთ ბეზეს. გადავიტანოთ ფორმაში სადაც შოკოლადის მასა უკვე გამაგრებული უნდა იყოს და შევაბრუნოთ მაცივარში 2-3 საათი.