ორიგინალური, უგემრიელესი დესერტი შემწვარი ანანასით და ნაყინით - ეს უნდა სცადოთ!
ორიგინალური, უგემრიელესი დესერტი შემწვარი ანანასით და ნაყინით - ეს უნდა სცადოთ!
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარიჩინი - 2 ჯოხი
  • წყალი - 300 მლ
  • შაქარი - 300 გ
  • პიტნა
  • ვანილის ნაყინი - 6 ბურთი
  • ანანასი - 1 ცალი, საშუალო ზომის
  • ვარსკვლავა ანისი (ბადიანი) - 3 ცალი
  • ფორთოხლის ცედრა - 4-5 სმ სიგრძის (ათლილი კანი)
მომზადების წესები
ანანასს მოაჭერით თავი და ბოლო, გათალეთ, ამოაჭერით გული და დაჭერით რგოლებად. დაგჭირდებათ 6 თანაბარი, ლამაზი ნაჭერი.
წყალს დაამატეთ შაქარი, ანისი, დარიჩინი,  ფორთოხლის კანი და დადგით ცეცხლზე. მოხარშეთ მსუბუქი სიროპი 5-10 წუთის განმავლობაში.
ამ სიროპში ჩაუშვით ანანასის ნაჭრები დარბილებამდე. შემდეგ გადაიტანეთ თეფშებზე, მოასხით ცოტა სიროპი, დაადეთ ნაყინის ბურთულა, გააფორმეთ პიტნის ფოთლებით.
უგემრიელესი არომატული დესერტი მზადაა!
ტეგები:
ნაყინი ანანასი ნანახია: 3439