სახლში მომზადებული მარწყვის ლიქიორი
სახლში მომზადებული მარწყვის ლიქიორი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
პოპულარული მარწყვის ლიქიორი ქსუ-ქსუ  "xuxu" რომელსაც კოქტეილების მოყვარულნი კარგად იცნობენ, სახლშიც ადვილად მზადდება

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 კგ
  • მარწყვი - 1 კგ
  • კონიაკი - 1 ლ
მომზადების წესები
მარწყვი გარეცხეთ, გაარჩიეთ, გადაიტანეთ ქილაში, დაასხით კონიაკი და გააჩერეთ მზეზე 10-12 დღე. შემდეგ ნაყენი გაწურეთ და გაფილტრეთ სამ ფენა მარლაში.
შაქარს დაასხით 500 მლ წყალი და მოხარშეთ სიროპი. სიროპის წვეთი ჩაუშვით ცივ წყალში - თუ შეიკრა - მზადაა. გააციეთ და შეურიეთ ნაყენს. გადაიტანეთ ბოთლში და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას.
ტეგები:
მარწყვი კონიაკი ლიქიორი ნანახია: 16415