როგორ მოვამზადოთ სამსა - დეტალური რეცეპტი ფოტოებით
როგორ მოვამზადოთ სამსა - დეტალური რეცეპტი ფოტოებით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 750 მლ
  • ფქვილი - 1 კგ (შესაძლოა ცოტა მეტიც დასჭირდეს)
  • მარილი - 1 ს.კ
  • დარბილებული კარაქი
  • არაჟანი, ნაღები ან კაიმაღი
გულსართი:
  • საქონლის ან ცხვრის ხორცი - 1.2 კგ
  • ხახვი - 6-7 თავი
  • მარილი და პილპილი
  • ძირა
  • ქონდარი
მომზადების წესები
ხორცი ბასრი დანით წვრილად დაკეპეთ, ხახვი კი ალყა-ალყად დაჭერით, ძალიან თხლად. ხახვს დააყარეთ სუნელები და მარილი, ხელით დასრისეთ, ისე რომ წვენი გაუშვას. დაამატეთ ხორცი და კვლავ კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში სანამ ცომს მოამზადებთ. ხორცი უნდა გაიჟღინთოს ხახვისა და სუნელების არომატით.

ფქვილი გაცერით, დაამატეთ მარილი, წყალი და მოზილეთ. ცომი ძალიან მაგარი არ უნდა იყოს. მაგრამ ზელვის შემდეგ ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ. გაყავით ცომი ორ ან სამ ნაწილად. დააფარეთ და 30 წუთი მაინც დაასვენეთ.
შემდეგ მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და ცომი გააბრტყელეთ თხლად. იმუშავეთ ცენტრიდან ნაპირისკენ, რომ არ დაეკროს ფქვილი მოაფრქვიეთ. ცომი თანდათან გახდება უფრო თხელი და მაგარი.
კარაქი შეგიძლიათ ცოტა გაადნოთ და გააგრილოთ, რათა ადვილად წაუსვათ. ბევრი არ გჭირდებათ. წაუსვით კოვზის დახმარებით ან პირდაპირ ხელით.
შემდეგ წაუსვით არაჟანი (კიდევ უკეთესია ცხიმიანი ნაღები ან კაიმაღი)
ორი სახის ცხიმის წასმით ხრაშუნა ფენებს შორის ჰაეროვან "ბუშტებს" მიიღებთ. რძის ცილა და ტენი მისცემს ამ ეფექტს და განსაკუთრებულ გემოს.
ცომი გადაახვიეთ რულეტივით და ცოტა ხანს დაასვენეთ. შემდეგ დაჭერით თანაბარ ნაჭრებად და ხელის გულით გააბრტყელეთ. შემდეგ გააბრტყელეთ ცომის საბრტელებლით, ჩაუდეთ გულსართი და სამკუთხა ფორმით მოუკარით თავი. რა თქმა უნდა სხვა ფორმაც შეგიძლიათ მისცეთ.
თუ ფარში დაგაკლდებათ, შეგიძლიათ დაამატოთ წვრილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. კარტოფილიანი სამსაც გემრიელია.
ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ კუნჟუტი.
გამოაცხეთ 40 წუთის განმავლობაში. პირველი 20 წუთი 190 გრადუსზე, შემდეგ ღუმელში და სამსებზეც წყალი მიასხურეთ და ტემპერატურას 150 გრადუსზე დაუწიეთ.

სამსის გამოცხობა შეიძლება ნაყიდი ფენოვანი ცომითაც, მაგრამ იდეალურია რეცეპტში აღწერილი ცომი.