ქათმის ნაჭრებს დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. რომ წამოდუღდება მოხადეთ ქაფი, გადმოდგით და დატოვეთ ბულიონში. ბოლომდე რომ გაცივდება, ამოიღეთ ხორცი, ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ ლიეზონში (ეს გახლავთ კვერცხის და რძის/წყლის ნარევი) შემდეგ კი სიმინდის ბურბუშელაში. დაალაგეთ 10-15 წუთით თეფშზე. კვერცხი შეშრება, ბურბუშელა კი დარბილდება. შემდეგ გააცხელეთ ტაფაზე ან ქვაბში ზეთი, საშუალო სიმხურვალეზე და შეწვით ქათმის ნაჭრები. * ლიეზონში შეგიძლიათ დაამატოთ ნიორი, პაპრიკა, ცხარე წიწაკა ან რაც გსურთ - არომატისთვის. **ბურბუშელა ხელით მსუბუქად დაფშვენით, ძალიან დიდი ნაჭრები რომ არ იყოს.