შეწვით ხრაშუნა კანიანი ქათამი, როგორც KFC-ში
+ N/A
შეწვით ხრაშუნა კანიანი ქათამი, როგორც KFC-ში
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი ან ფრთა - 12 ცალი
  • კვერცხი - 2-3 ცალი + ცოტა რძე
  • ფქვილი
  • სიმინდის ბურბუშელა
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ქათმის ნაჭრებს დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. რომ წამოდუღდება მოხადეთ ქაფი, გადმოდგით და დატოვეთ ბულიონში. ბოლომდე რომ გაცივდება, ამოიღეთ ხორცი, ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ ლიეზონში  (ეს გახლავთ კვერცხის და რძის/წყლის ნარევი) შემდეგ კი სიმინდის ბურბუშელაში. დაალაგეთ 10-15 წუთით თეფშზე. კვერცხი შეშრება, ბურბუშელა კი დარბილდება. 
შემდეგ გააცხელეთ ტაფაზე ან ქვაბში ზეთი, საშუალო სიმხურვალეზე და შეწვით ქათმის ნაჭრები.

* ლიეზონში შეგიძლიათ დაამატოთ ნიორი, პაპრიკა, ცხარე წიწაკა ან რაც გსურთ - არომატისთვის.
**ბურბუშელა ხელით მსუბუქად დაფშვენით, ძალიან დიდი ნაჭრები რომ არ იყოს.
ტეგები:
ქათმის ხორცი ნანახია: 21402