ტორტი "ოქროს გასაღები"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
კრემი:
  • დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
  • კაკაო - 3 ს.კ
  • ფქვილი - 2.5 ჭიქა
  • თაფლი - 2 ს.კ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • შაქარი - 1.5-2 ჭიქა
  • კვერცხი - 7
  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
  • ვანილი
მომზადების წესები
კვერცხები და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. უნდა მიიღოთ ფუმფულა, ჰაეროვანი მასა. დაამატეთ 2 ს.კ  ცხელ წყალში გახსნილი თაფლი, სოდა და კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო, ნიგოზი და კვლავ კარგად აურიეთ.  მიიღებთ არაჟნის სისქის ცომს. გაყავით სამად და გამოაცხეთ სამი ფირფიტა ქარალდჩაფენილ ფორმაში (დაახლოებით 25X35 სმ) 180-190 გრადუსზე. 

კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელებული რძე და წაუსვით სამივე ფენას. კრემის შემდეგ ფენებს მოაყარეთ ნიგოზი.
ტეგები:
კაკაო ნიგოზი შესქელებული რძე ნანახია: 200961