2 ჭიქა რძეში გახსენით კვერცხის გული და დადგით დაბალ ცეცხლზე. არ აადუღოთ, ხოლოდ გააცხელეთ. დარჩენილ რძეში გახსენით შაქარი და ფქვილი. შეურიეთ გაცხელებულ რძეს და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. თან ხშირად ურიეთ. მოხარშული კრემი გააციეთ, დაამატეთ დარბილებული კარაქი, ვანილი და თქვიფეთ გათეთრებამდე. რაც უფრო დიდხანს და კარგად ათქვეფთ, მით გემრიელი კრემი გამოდის. ამიტომ 10 წუთის განმავლობაში მაინც თქვიფეთ. გამოდგება ყველა ტიპის ტორტისთვის.კრემი რომ მორთვისას მყარად დაფიქსირდეს, კრემი წინასწარ გააციეთ მაცივარში.