როგორ მოვამზადოთ არაჟნის სქელი კრემი ტორტებისთვის
როგორ მოვამზადოთ არაჟნის სქელი კრემი ტორტებისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • შაქარი - 100 გ ყოველ 500 გ-ზე ან გემოვნებით
  • არაჟანი 20%
მომზადების წესები

1 ლიტრი არაჟნის კრემისთვის დაგჭირდებათ დაახლოებით 1.5 ლ არაჟანი. გადაიტანეთ არაჟანი 4 ფენა მარლაში და ჩამოკიდეთ ქვეშ კი მიუდგით ღრმა თასი. ან მარლიანად გადაიტანეთ საწურზე, საწური კი ღრმა ჭურჭელზე მოათავსეთ. შედგით მაცივარში. იდეალურ ვარიანტში 1 ღამით, ან რამდენიმე საათით მაინც. ამის შემდეგ  არაჟანი მიიღებს სქელ კონსისტენციას, როგორც კრემ-ყველი. გადაიტანეთ თასში, დაამატეთ ვანილი და შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით 10-15 წუთის განმავლობაში. ხშირად არაჟანს მხოლოდ 1- 2 წუთი თქვეფენ, სანამ შაქარი გადნება. ეს სწორი არ არის. 15 წუთი თქვეფის შემდეგ კრემი ხდება სქელი, ჰაეროვანი. შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ ან გააჩეროთ წინასწარ მაცივარში, 1-2 საათით.

ტეგები:
კრემი არაჟანი ნანახია: 117225