შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შაქარი, კაკაო, მარილი, სოდა. შემდეგ დაამატეთ ყველა დანარჩენი და დაიწყეთ მიქსერით ათქვეფა დაბალ სიჩქარეზე. თავიდან კოშტებიანი ცომია, მაგრამ მალევე გახდება ერთგვაროვანი. ბოლოს დაამატეთ ძმარი.16-20 სმ დიამეტრის და 4-5 სმ სიმაღლის ფორმას ჩააფინეთ ძირში ქაღალდი და ჩაასხით ცომი. ცომი ფორმის ნახევარზე უნდა მოადგეს. გამოაცხეთ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 45-55 წუთი. ბისკვიტი ორჯერ მაინც იმატებს სიმაღლეში. გადმოიღეთ, გააციეთ. სასურველია რამდენიმე საათი დაასვენოთ ცელოფანში შეფუთული.მორთეთ ნებისმიერი კრემით ან უბრალოდ შოკოლადი მოასხით.