შეარჩიეთ ნებისმიერი სასურველი ხილი, სეზონური ან გაყინული, გარდა კივისა და ანანასისა. ისინი ჟელესთ მოქმედებას აფერხებენ და დესერტი არ გამაგრდება.პაკეტის ჟელე (ცალ-ცალკე) გავსხნათ იმაზე ნაკლებ წყალში, ვიდრე ინსტრუქციაზეა მითითებული, რათა მყარი და მკვრივი მასა მივიღოთ. გავადნოთ დაბალ ცეცხლზე .ავიღოთ დიდი თასი და ძირში ჩავალაგოთ ხილი. ეს იქნება ტორტის ზედა ნაწილი, ამიტომ შევეცადოთ ლამაზად გავანაწილოთ. დავასხათ ცოტაოდენი ჟელატინიანი წვენი და შევდოთ საყინულეში 15-20 წუთი, რათა უცბად გამაგრდეს. შემდეგ დავადოთ სხვა ხილის ფენა. მეორე პაკეტი ჟელატინი მოვამზადოთ იგივენაირად, როგორც პირველი და დავასხათ ხილს. შევაბრუნოთ ცოტა ხნით საყინულეში. შევეცადოთ ხილისა და ჟელეს ფერები ერთმანეთს შევუხამოთ. წითელი ხილი: მარწყვი, ჟოლო, ალუბალი და ა.შ. წიტელ ჟელეში ჩავალაგოთ, ყურძენი, ვაშლი, ბანანი - მწვანე ჟელეში, ხოლო ფორთოხალი, ატამი, მანდარინი და ა.შ. ყვითელში.სანამ მეორე ფენა გამაგრდება, მოვამზადოთ მესამე ფენისთვის საჭირო ინგრედიენტები და გავიმეოროთ იგივე პროცედურა. ბოლო ფენა გვექნება არაჟნის. ამისთვის არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ. ჟელატინი გავხსნათ რძეში. გავათბოთ რომ ჟელატინი გადნეს და შევურიოთ არაჟანს. დავამატოთ ვანილი. დავასხათ უკვე გამაგრებულ ხილის ფენას და შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათი.როცა ტორტი მთლიანად გამაგრდება, თასი რამდენიმე წამით ჩავდოთ ცხელ წყალში და გადმოვაბრუნოთ თეფშზე.