ერთი ლიტრი რძე მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. დაამატეთ ხაჭო და კარგად მოურიეთ. 5-6 წუთში მასა აიჭრება. მოაგროვეთ მიღებული პროდუქტი და მარლაში გადაიტანეთ დასაწურად. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ მარილი და სოდა (ძალიან სავსე კოვზით არა). დაამატეთ დაწურული ხაჭო, თან გამუდმებით ენერგიულად ურიეთ, რათა ტაფაზე არ მიიკრას. ამგვარად შუშეთ 10-15 წუთი. ხაჭო თანდათან გადნება და წელვად მასად იქცევა. შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი სუნელები და არომატები. გადაიტანეთ მაცივარში გააჩერეთ. რძისგან დარჩენილი სითხე შეგიძლიათ ცომის მოსაზელად გამოიყენოთ წყლის ნაცვლად. მიღებული ყველი კი ბუტერბროდებში ან სუპებში.