მოამზადეთ ნატურალური მდნარი ყველი სახლში
მოამზადეთ ნატურალური მდნარი ყველი სახლში
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ლ
  • ხაჭო - 1 კგ
  • კარაქი - 100 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • მარილი - 1 ს.კ
  • სასურველი სანელებლები - სურვილით (კამა, ნიორი და ა.შ)
მომზადების წესები
ერთი ლიტრი რძე მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. დაამატეთ ხაჭო და კარგად მოურიეთ. 5-6 წუთში მასა აიჭრება. მოაგროვეთ მიღებული პროდუქტი  და მარლაში გადაიტანეთ დასაწურად.
ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ მარილი და სოდა (ძალიან სავსე კოვზით არა). დაამატეთ დაწურული ხაჭო, თან გამუდმებით ენეტგიულად  ურიეთ, რათა ტაფაზე არ მიიკრას. ამგვარად  შუშეთ 10-15 წუთი. ხაჭო თანდათან გადნება და წელვად მასად იქცევა. შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი სუნელები და არომატები. გადაიტანეთ  მაცივარში გააჩერეთ. 
რძისგან დარჩენილი სიტხე შეგიძლიათ ცომის მოსაზელად გამოიყენოთ წყლის ნაცვლად. მიღებული ყველი კი ბუტერბროდებში ან სუპებში.

ტეგები:
ხაჭო რძე მდნარი ყველი ნანახია: 66520