ისპანახის რულეტი - ეფექტური და ძალიან გემრიელი
ისპანახის რულეტი - ეფექტური და ძალიან გემრიელი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • პომიდვრის ჩირი - 10-15 ცალი
  • კრემ-ყველი (cream cheese) - 250 გ
  • ფქვილი - 3 ს.კ
  • კვერცხი - 5
  • ისპანახის ფოთლები - 400 გ
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • მარილი
მომზადების წესები
ისპანახი მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1-2 წუთით, გადმოიღეთ და გაწურეთ. შემდეგ წვრილად დაკეპეთ ან ბლენდერში დააქუცმაცეთ. 
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ცალკე ათქვიფეთ. გულს დაამატეთ 50 გ კრემ-ყველი, მარილი, სოდა და ათქვიფეთ მსუბუქად. შეურიეთ ფქვილი, შემდეგ ისპანახი, ბოლოს კი ათქვეფილი ცილა. 
ფართო ოთხკუთხა ტაფას დააფინეთ ქაღალდი და დაასხით ცომი. კარგად გაანაწილეთ და გამოაცხეთ 10-15 წუთი 180 გრადუსზე.
დარჩენილ კრემ-ყველს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. წაუსვით ჯერ კიდევ თბილ ბისკვიტს, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი პამიდორი და გადაახვიეთ რულეტივით. გაციების შემდეგ დააფარეთ ცელოფანი ან ფოლგა და შეინახეთ მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ დაჭერით ულუფებად.

პომიდვრის ჩირი იგივე მარინადი იყიდება მზა, მაგრამ შეიძლება თავადაც მოამზადოთ
იხილეთ რეცეპტი:


პომიდვრის ჩირი