ორიგინალური ნამცხვარი "სიყვარული მარწყვის არომატით"
ორიგინალური ნამცხვარი "სიყვარული მარწყვის არომატით"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
რეცეპტი დეტალური ფოტოებით! ძალიან გემრიელი, საოცრად სურნელოვანი და ეფექტური დესერტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 3.5 ჭიქა
  • რძე - 1 ჭიქა
  • შაქარი - 3 ს.კ
  • მწიკვი მარილი
  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • საფუარი - 2 ჩ.კ
  • მარწყვის ჯემი - 200 გ
  • კვერცხი - 1
  • სახამებელი - 1 ს.კ
  • ვანილი
მომზადების წესები
ფქვილი, შაქარი, ვანილი, მარილი აურიეთ ერთმანეთში. თბილ რძეში გახსენით საფუარი და დაამატეთ ფქვილს.. დაიწყეთ ცომის მოზელვა. დაამატეთ დარბილებული კარაქი და შეაზილეთ. საბოლოოდ მიიღებთ პრიალა, ელასტიურ ცომს. დადგით სითბოში ასაფუებლად. 

აფუებული ცომი გაყავით სამ ნაწილად. 1 ნაწილი გააბრტყელეთ და გამოჭერით გულის ფორმა. ზემოდან მოაყარეთ სახამებელი. წაუსვით სქელი ჯემი.
მეორე ნაწილი ცომი ასევე გააბრტყელეთ, სპეციალური საჭრელით ბადესავით ამოჭერით. გადაიტანეთ ნამცხვარზე და ზედმეტი ნაწილები შემოაჭერით. გვერდები კი კარგად დაუფიქსირეთ. ცომის შემონაჭერებით გააკეთეთ გრძელი "თოკი" და ნამცხვრის ნაპირებზე შემოატარეთ. კარგად მიაწებეთ. შემდეგ მაკრატლით გაუკეთეთ პატარა ჭრილები, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები (4-5).
დარჩენილი ცომით  გააკეთეთ დეკორაციები. გააბრტყელეთ და ჭიქით გამოჭერით რგოლები, გადაალაგეთ ერთმანეთზე და რულეტივით გადაახვიეთ, შემდეგ გაჭერიტ შუაზე. მიიღებთ ორ "ვარდს". საჭრელებით გამოჭერიწ პატარა  ყვავილებიც. გააფორმეთ ნამცხვარი.
კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ , შეურიეთ ცოტა წყალი და ფუნჯით გადაუსვით ნამცხვარს. გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი