შოკოლადის ბლანმანჟე
შოკოლადის ბლანმანჟე
დრო 0წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 500 გ
  • შაქარი - 100 გ
  • შავი შოკოლადი - 50 გ
  • ჟელატინი - 20 გ
მომზადების წესები
ჟელატინი დაალბეთ ცოტაოდენ წყალში. არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ. 
გაფუებულ ჟელატინს ზედმეტი წყალი გადაუწურეთ და დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. შემდეგ შეურიეთ არაჟანს.  დაამატეთ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და კვლავ ყველაფერი კარგად ათქვიფეთ. ჩაასხით ფორმებში და გააციეთ მაცივარში რამდენიმე საათი, სანამ არ გამაგრდება. 
ფორმიდან ამოსაღებად ჩადგით იგი რამდენიმე წამით ცხელ წყალში და გადმოაბრუნეთ თეფშზე.