დაგჭირდებათ რძეზე მოხარშული ქსელი(!) ბრინჯის ფაფა, თუნდაც წინა დღიდან შემორჩენილი. დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, ფქვილი, სოდა, ქიშმიში, ვანილი და კარგად აურიეთ. შაქარი არ სჭირდება, რადგან მზა ფაფა, სავარაუდოდ, უკვე ტკბილი იქნება, თანაც ოლადების მირთმევა უკეთესია მურაბით ან თაფლით. სველი ხელებით გააკეთეთ პატარა გუნდები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთიან ტაფაზე. მიირთვით ცხელ-ცხელი.