ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, შეათქვიფეთ კვერცხი. დაამატეთ არაჟანი. ეს მასა გაყავით ორად. ფქვილის და სოდის ნახევარი ერთს დაამატეთ, ნახევარი მეორეს, კაკაოსთან ერთად. უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომლის თხლად გაბრტყელებასაც შეძლებთ. თუ ცომი ძალიან თხელია, ცოტა ფქვილი კიდევ დაამატეთ. თითოეული გაყავით 4-4 ნაწილად, გააბრტყელეთ თხლად და გამოაცხეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე 5-8 წუთი. ძალიან ნუ გამოახმობთ. ერთ ზომაზე შემოუსწორეთ გვერდები.კრემისთვის შეურიეთ არაჟანი და შაქარი. კარგად ათქვიფეთ. წაუსვით კრემი თბილ (და არა ცხელ) ფირფიტებსზემოდან შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი, ან ისევ კრემი და ფორფიტების ნაფხვენები. შედგით რამდენიმე საათი მაცივარში, რატა დარბილდეს.