უგემრიელესი ფრანგული ღვეზელი - კიში
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • კვერცხი - 1
  • კარაქი - 100 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • მარილი - 1 ჩ.კ
გულსართი
  • სოკო - 150 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ლორი - 100 გ
  • გახეხილი ყველი - 100-150 გ
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 2
  • არაჟანი - 200 გ
  • მუსკატის კაკალი - დანის წვერით
მომზადების წესები
კარაქი და ფქვილი ხელით ასრისეთ. დაამატეთ მარილი და კვერცხი. კარგად აურიეთ. მიღებული ცომი გააბრტყელეთ, ჩააფინეთ 22 სმ დიამეტრის გვერდებიან  ფორმაში, დაჭყვლიტეთ ჩანგლიტ და შედგით მაცივარში.
სოკო და ხახვი დაჭერით, მოშუშუთ მაღალ ცეცხლზე. ლორი დაჭერით კუბებად.
არაჟანი ან 10-20%-იანი ნაღები ათქვიფეთ კვერცხთან ერთად.  დაამატეთ მარილი, პილპილი და ცოტა მუსკატის კაკალი.
ცომზე გაანაწილეთ სოკო და ლორი, მოასხით სოუსი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.
ლორი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოხარშული ქათმის ხორცით