მარტივი დესერტი გამოცხობის გარეშე - მოამზადეთ 10 წუთში!
მარტივი დესერტი გამოცხობის გარეშე - მოამზადეთ 10 წუთში!
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
თუ სტუმრებს ელოდებით და არ იცით რით გაუმასპინძლდეთ - მოამზადეთ ეს დესერტი! მხოლოდ 10 წუთს დახარჯავთ, შედეგად კი უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 250 გ
  • ნაღები - 100-150 მლ
  • შოკოლადი - 400 გ
  • თხილი - 150 გ
მომზადების წესები
შოკოლადს დაასხით ცხელი ნაღები და კარგად მოურიეთ, სანამ მთლიანად არ გადნება. მართკუთხა ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ მასში  დატეხილი ნამცხვარი და დაჭრილი თხილი (ან ნუში, ნიგოზი, არაქისი...). ზემოდან თანაბრად მოასხით შოკოლადი.  დესერტი მზადაა, ერთადერთი ისღა დაგრჩენიათ მაცივარში შედგათ და დაელოდოთ როდის გამაგრდება. მზა დესერტი ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით ულუფებად.

ტეგები:
შოკოლადი თხილი ნანახია: 96770