გაცრილ ფქვილს დაამატეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი, სოდა და გადაურიეთ. დაამატეთ დარბილებული (არა გამდნარი!) კარაქი და შეაზილეთ. მაგიდაზე მოაფრქვიეთ ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი 5 მმ სისქეზე და გამოჭერით რგოლები. გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.