სამარხვო "პიცა"
სამარხვო "პიცა"
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა საფუვრიანი ცომი - 250 გ
  • ბადრიჯანი - 1 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი - 1 კბილი
  • ქინძი
  • ჩილი წიწაკა
მომზადების წესები
ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად, მოასხით ცოტა ზეთი და კარგად გახურიებულ ტაფაზე ორივე მხრიდან შეწვით. გადაიტანეთ თეფშზე, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი და აურიეთ. 
მზა ცომის გუნდა გააბრტყელეთ. გადაუსვით ზეითუნის ზეთი ან პომიდვრის სოუსი. ზემოდან დაალაგეთ ბადრიჯანი და გამოაცხეთ 10 წუთი მაქსიმალურ ტემპერატურაზე (240-250 გრადუსი) გახურებულ ღუმელში. 
მზა ღვეზელს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ჩილი წიწაკა და ქინძი.

იხილეთ პიცის ცომის რეცეპტი
ტეგები:
ბადრიჯანი პიცა ნანახია: 12145