ორიგინალური ტორტი "დუნაის ტალღები"
ორიგინალური ტორტი "დუნაის ტალღები"
დრო 70წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 500 მლ
კრემი
  • ვანილი
  • ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 200 გ
  • კაკაო - 30 გ
  • სოდა - 1.5 ჩ.კ
  • ფქვილი - 300 გ
  • კარაქი - 150 გ
  • რძე - 180 მლ
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 3
ბისკვიტი
  • შაქარი - 100 გ
  • ვანილი
  • სახამებელი - 60 გ
  • კარაქი - 250 გ
  • შოკოლადი - 150 გ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.  გაადნეთ და გააგრილეთ კარაქი. ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქარი. შემდეგ თქვეფის შეუჩერებლად დაამატეთ გულები, 120 მლ რძე, ფქვილი და სოდა. ბოლოს შეათქვიფეთ გამდნარი კარაქი. მიიღებთ თხელ, ერთგვაროვან ცომს.
გაყავით ცომი ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ჩაასხით დაახლოებით 28 სმ-ის კვადრატულ ფორმაში (ქაღალდი ჩაუფინეთ). ცომის მეორე ნაწილს დაამატეთ კაკაო და დარჩენილი რძე.
კაკაოანი ცომი ფრთხილად დაასხით ფორმაში ჩასხმულ თეთრ ცომს. ზემოდან დაალაგეთ ალუბლები (თუ გაყინულია, არ გაადნოთ). გამოაცხეთ დაახლოებით 35 წუთი. ცხობისას ალუბალი მსუბუქად ჩაეფლობა ცომში.

კრემი: გააცხელეთ რძე შაქრის ნაწილთან და ვანილთან ერთად. ცოტაოდენი რძე შემოინახეთ და გახსენით (ცივში) მასში სახამებელი ან ფქვილი. შემდეგ ეს ნარევი ჩაასხით ცხელ რძეში და კარგად აურიეთ. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე.
ათქვიფეთ კარაქი და ნაწილ ნაწილ შეათქვიფეთ გაციებული კრემი. შემდეგ ეს კრემი გაანაწილეთ გაციებული ნამცხვრის ზედაპირზე. შედგით მაცივარში 1-2 საათი. შემდეგ გამოიღეთ და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.