სოუსი "პესტო" - ტრადიციული იტალიური სოუსი
სოუსი "პესტო" - ტრადიციული იტალიური სოუსი
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კედარის კაკალი (პინოლი) - 2 ს.კ
  • ყველი პარმეზანი, გახეხილი - 50 გ
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 100 გ
  • ბაზილიკი (რეჰანი) - 50 გ
  • მარილი
მომზადების წესები

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. შემდეგ გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

პესტოს გამოყენება შეგიძლიათ მაკარონთან, გახუხულ პურზე, კრემ-სუპებში და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ იშოვით კედარის კაკალს ან ალერგიული ხართ მასზე, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნიგვზით ან საერთოდ მოაკლოთ.

არაჩვეულებრივი გამოდის სოუსი ოხრახუშითაც ანუ ოხრახუშის პესტო.