ქათმის ფილე მოხარშეთ ხახვთა და დაფნის ფოთოლთან ერთად. გააციეთ ბულიონშივე, შემდეგ ამოიღეთ და დაანაწევრეთ. ბეკონი დაჭერით და შეწვით ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში. მის გამოშვებულ ცხიმშივე მოშუშეთ დაჭრილი პრასი (ბეკონს ნუ ამოიღებთ), დაამატეთ დანაწევრებული ფილე, მდოგვი, არაჟანი. მარილი და პილპილი გემროვნებით. შუშეთ 1-2 წუთი.ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ ფორმაში, დაადეთ გულსართი და გადააფარეთ ცომის მეორე ფენა. გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.