სამეფო რულეტი ყავის კრემით და მარწყვით
სამეფო რულეტი ყავის კრემით და მარწყვით
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 5
  • შაქარი - 100 გ
  • ფქვილი - 130 გ
  • სახამებელი - 20 გ
  • კაკაო - 2 ს.კ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
კრემი
  • ნაღები 35 % - 200 გ
  • ხსნადი ყავა - 1 ჩ.კ
  • ვანილი
  • შაქრის პუდრი - 2 ს.კ
  • შოკოლადი - 50 გ
  • მარწყვი - 200 გ
მომზადების წესები
გააცხელეთ ნაღები. შეურიეთ ყავა და შოკოლადი. კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში გასაციებლად.

ბისკვიტისთვის ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. უნდა მიიღოთ ფუმფულა, მუსის მაგვარი მასა. შეურიეთ ფქვილი და სოდა. შემდეგ ცომის 1/3 გადაიღეთ ცალკე, დარჩენილ ნაწილს კი მიამატეთ კაკაო.
ღუმელის დიდ ტაფას დააფინეთ ქაღალდი და დაასხით კაკაოანი ცომი. ზემოდან ქაოტურად მოასხით თეთრი ცომი და ჩხირის საშუალებით  შეურიეთ. გამოაცხეთ 10-12 წუთი 200 გრადუსზე.
ქაღალდიანად გადაიტანეთ მაგიდაზე, ზემოდან დააფარეთ სუფთა ქაღალდი, გადააბრუნეთ და ის ქაღალდი, რომელზეც გამოცხვა მოაცილეთ. შემდეგ რულეტივით გადაახვიეთ და გააციეთ.

სანამ რულეტი გაცივდება, კრემი მოამზადეთ. გამოიღეთ მაცივრიდან შოკოლადიანი ნაღები, რომელიც კარგად უნდა იყოს გაციებული და შესქელებული. დაამატეთ შაქრის პუდრა და ათქვიფეთ.  გაშალეთ რულეტი, წაუსვით კრემი, ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი მარწყვი და კვლავ გადაახვიეთ. შეფუთეთ ცელოფანში და მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ.
რულეტი მზადაა! მორთეთ შაქრის პუდრით, ხილით და პიტნის ფოთლებით