ბისკვიტის რულეტი ჯემით და შოკოლადით
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შოკოლადი - მოსართავად
  • მდუღარე წყალი - 3 ს.კ
  • ზეთი - 3 ს.კ
  • ვაშლის ჯემი - 5-6 ს,კ
  • კვერცხი - 4
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • ვანილი
  • შაქარი - 100 გ
  • ფქვილი - 130 გ
მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში. ცალკე აურიეთ ფქვილი, სოდა და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ კვერცხს. შემდეგ დაამატეთ ზეთი და მდუღარე წყალი. ათქვიფეთ კიდევ 2 წუთი. თქვეფის დრო მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ფართო ტაფას დააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.  გადმოიღეთ, მოაცილეთ ქაღალდი და თბილსვე წაუსვით ჯემი. გადაახვიეთ რულეტივით და გააციეთ.
ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.
ტეგები:
რულეტი ნანახია: 68676