სწრაფად მოსამზადებელი ნიგვზიანი აჯიკა
სწრაფად მოსამზადებელი ნიგვზიანი აჯიკა
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხმელი ქინძი, დაფქული - 3 ს.კ
  • ხმელი ქონდარი - 2 ს.კ
  • ქინძი - 100 გ
  • ნიგოზი - 300 გ
  • ნიორი - 400 გ
  • ჩილი წიწაკა - 1 კგ
  • ძმარი - 100 მლ
  • ზეთი - 50 მლ
  • მარილი - 50 გ
მომზადების წესები
წიწაკა ერთი დღით გაშალეთ რომ შეჭკნეს და დარბილდეს. ხელთათმანიანი ხელით მოაცილეთ თესლი და ყუნწი. გაატარეთ ხორცსაკეპში წიწაკა, ნიგოზი, ნიორი, ქინძი. მიღებულ ნარევს დაამატეთ მარილი და დანარჩენი ინგრედიენტები. ყველაფერი კარგად აურიეთ - აჯიკა მზადაა!
შეინახეთ მაცივარში მინის ქილით.

Ajika with walnuts – You will never forget this taste!
ტეგები:
წიწაკა საწებელი აჯიკა ნანახია: 112545