საშუალო ზომის ფორმას წაუსვით კარაქი და ჩააფინეთ 1 დიდი ლავაში, ისე რომ ნაპირები გადმოვიდეს. დანარჩენი ლავაში საშუალო ზომის ნაჭრებად დაანაწევრეთ.კეფირი და კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი და პილპილი. ისპანახი და წვანილი დაჭერით, შეურიეთ კეფირში.ფორმაში ჩაფენილ ლავაშზე მოაყარეთ გახეხილი ყველი, მოასხით მწვანილიანი კეფირის მასა, ზემოდან კი დაალაგეთ ლავაშის ნაჭრები. შემდეგ გაიმეორეთ ისევ იგივე: ჯერ ყველი მოაყარეთ, შემდეგ სოუსი მოასხით, შემდეგ ლავაშის ნაჭრები მოაყარეთ. გაიმეორეთ სანამ ინგრედიენტები გეყოფათ. ბოლოს ყველის ფენით დაასრულეთ და პირველი დიდი ლავაშის ნაპირები ღვეზელს ზემოდან გადმოაკეცეთ.შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.მზა ღვეზელი დაჭერით ულუფებად და მიიტანეთ სუფრასთან ცხელი.