ჩებურეკი
ჩებურეკი
დრო 40წთ
ულუფა 20
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ჩებურეკი რუსული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კერძია. ხრაშუნა ცომის, გემრიელად შეზავებული გულსართისა და მარტივი რეცეპტის წყალობით ჩებურეკი, იმედია, ჩვენს ერთგულ მკითხველსაც ძალიან მოეწონება.

ინგრედიენტები

  • პილპილი - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
  • ძირა - გემოვნებით
  • შაქარი - 1/2 ჩაის კოვზი
  • ზეთი - 80 მლ
  • ფქვილი - 800 გ
  • შერეული ფარში - 600 გ
  • რძე - 200 მლ
  • ოხრახუში - 30 გ
  • წყალი - 1 1/4 ჭიქა
მომზადების წესები

მოვამზადოთ ცომი -  ფქვილი თასში ჩავყაროთ, გავუკეთოთ ჩაღრმავება, ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ მარილი, შაქარი, ზეთი, არაყი და მოვზილოთ ერთგვაროვანი, ნაზი ცომი. ცომი ხელებზე არ უნდა გვეკრობოდეს, ფქვილისა და წყლის რაოდენობა შეგვიძლია ზელვის დროს ვარეგულიროთ. თასს გადავაფაროთ სამზარეულოს ტილო და ცომი ცოტა ხნით დავასვენოთ. შემდეგ ზეთით დავისველოთ ხელები, ცომი ჩავზილოთ და ისევ დავდგათ. ამ პროცედურის გავლის შემდეგ ცომი თანაბარი ზომის ბურთულებად დავჭრათ, ფქვილიან ზედაპირზე გავაბრტყელოთ ისე, რომ მრგვალი ფორმა მიიღოს. ცომის თითოეულ ფირფიტაზე მოვათავსოთ ფარში,  გადავკეცოთ და კიდეებში ჩანგლის კბილებით დავაწვეთ, რომ ჩებურეკი შეიკრას და თანაც ლამაზი გამოვიდეს. ჩებურეკი ბევრ ზეთში (ფრიტიურში), ორივე მხრიდან უნდა შევწვათ და ცხელ-ცხელი მივირთვათ. შეწვისას ჩებურეკები ზეთში უნდა დაიფაროს. 


ფარშს შევურიოთ გატარებული ან ძალზე წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში, დავასხათ იმდენი რძე ან წყალი, რომ მასა ოდნავ გათხელდეს და ჩებურეკი წვნიანი გამოვიდეს. გემოვნებით შევაზავოთ მარილითა და პილპილით, დავუმატოთ ძირა ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სანელებელი.