4-5 ბროწეული გაარჩიეთ და გამოწურეთ წვენსაწურში წვენი. შეურიეთ შაქარი 1 ჭიქა წვენზე 1.5 ჭიქის ოდენობით და მოხარშეთ სიროპი. ის უნდა იყოს ბლანტი და არა წყალივით. დანარჩენი ბროწეულიდან გამოარჩიეთ მარცვლები, დაასხით ცხელი სიროპი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ 15-20 წუთი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე.