ნიგოზი (თხილი, ნუში) დანით დააქუცმაცეთ საშუალო ზომაზე. შეურიეთ შვრია, გოგრის თესლი, ქოქოსი და ყველაფერი ერთად მსუბუქად მოხალეთ მშრალ ტაფაზე, თან ხშირად ურიეთ, რომ არ დაიწვას. გადაიტანეთ ცალკე თასში. დაამატეთ ქიშმიში (ან სხვა ნებისმიერი ჩირი, დაჭრილი). ქვაბში მოათავსეთ ყავისფერი შაქარი, თაფლი, დარიჩინი და კარაქი. გამუდმებული მორევით წამოადუღეთ საშუალო ცეცხლზე. დაასხით შვრიის ნარევს და კარგად აურიეთ.გადაიტანეთ რაიმე ფორმაში, რომელსაც წინასწარ ჩააფენთ ცელოფანს. შედგით მაცივარში 30 წუთით. შემდეგ გადმოიღეთ და დაჭერით სასურველ ზომაზე. თითოეული ნაჭერი გაახვიეთ ცელოფანში ან ცვილიან ქაღალდში. შეგიძლიათ გაიყოლოთ სამსახურში და გემრიელად წაიხემსოთ შესვენებისას.