კივი გათალეთ, მსხვილად დაჭერით (თუნდაც ორად) და გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში. დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ამოურიეთ. კივი უნდა დარბილდეს, მაგრამ ძალიან ნუ მოხარშავთ.დანაყეთ ან ბლენდერში ფაფასავით დააქუცმაცეთ ნიორი, წიწაკა და რამდენიმე ღერი ომბალო. დარბილებულ კივის ცალკე გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, გახეხეთ ან ბლენდერით ათქვიფეთ. თესლების მოსაშორებლად საწურში გატარებაც შეიძლება, თუმცა აუცილებელი არ არის. დაამატეთ სანლებლები და მარილი, თუ საჭიროა გაათხელეთ თავისივე წვენით სასურველ კონსისტენციამდე. წამოადუღეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, თან ხშირად ურიეთ, არ მიიწვას. სოუსი ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიტანეთ სუფრასთან სასურველ კერძთან ერთად.