ხაჭოსთან ერთად გულში ჩასადებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კარამელი, ჯემი, ქოქოსი ან რაც გნებავთ.შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და სილიკონის ფორმებს ძირშეი და გვერდებზე წაუსვით სილიკონისვე ფუნჯით. შედგით საყინულეში 5-10 წუთი, სანამ შოკოლადი გამაგრდება. სანამ შოკოლადი გამაგრდება, ხაჭო აურიეთ შაქართან, დარბილებულ კარაქთან და ვანილთან ერთად. უკეთესია ეს ბლენდერში გააკეთოთ. გამოიღეთ ფორმები და ამოავსეთ ხაჭოთი 1/3-ზე, შემდეგ დაამატეთ ნებისმიერი სასურველი გულსართი და კვლავ ხაჭოთი დაფარეთ. მოასწორეთ და ზემოდან დაფარეთ კვლავ გამდნარი შოკოლადით.შეინახეთ მაცივარში. ამოიღეთ ფორმებიდან სუფრაზე მიტანის წინ. სილიკონის ფორმიდან ძალიან ადვილად ამოდის.