ყაბაყის სალათა მზესუმზირის თესლით - მარტივი სამარხვო კერძი
ყაბაყის სალათა მზესუმზირის თესლით - მარტივი სამარხვო კერძი
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყაბაყი - 2 ცალი, ქორფა
  • სალათი რომანო - 100 გ
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი შესაწვავად
  • მზესუმზირის მარცვლები - 50 გ
  • პროვანსული სუნელი - 1/2 ჩ.კ
  • პამიდორი - 1 ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
მომზადების წესები
ყაბაყი თხელ რგოლებად დაჭერით და მაღალ ცეცხლზე შეწვით ცოტაოდენ ზეთში.  სალათის ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ და დაანაწევრეთ. მზესუმზირის მარცვლები მოხალეთ (თუ მოუხალავია)
შეურიეთ ერთმანეთს სალათის ფოთლები, შემწვარი ყაბაყი, დაჭრილი პამიდორი,  მზესუმზირის მარცვლები. დაამატეთ პროვანსული სუნელი, მარილი, პილპილი, ნიორი, ლიმონის წვენი და ამოურიეთ.

სალათა მზადაა.

*მზესუმზირის თესლის ნაცვლად, სურვილის შემთხვევაში გამოიყენეთ გოგრის თესლი, მოხალული ნიგოზი...

**პროვანსული ბალახები (სუნელი) რამოდენიმე არომატული მცენარის ნაკრებია. გამოირჩევა ძლიერი, დამახასიათებელი არომატით. იყიდება სუნელების სექციებში. პოპულარულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სამზარეულოში.
ტეგები:
სალათა პამიდორი ყაბაყი ნანახია: 6982