შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, სოდა, შაქარი და ცოტა მარილი. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულებს დაამატეთ ვანილი, რძე და ზეთი. ათქვიფეთ და შეურიეთ ფქვილიანი ნარევი. ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე და ფრთხილად შეურიეთ ცომს. გააცხელეთ ვაფლის საცხობი, დაასხით ცომი და გამოაცხეთ სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს. ვაფლი მიირთვით ხილით, ნაღებით, შოკოლადით, ნაყინით, კარამელით, მურაბით და ა.შ.