თბილ წყალში გახსენით საფუარი და ცოტა ფქვილი. დადგით ასაფუებლად. ფქვილი და მარგარინი ასრისეთ. მიღებულ ფხვიერ მასას დაამატეთ მაწონი, რომელშიც წინასწარ გახსნილია სოდა, კვერცხი და საფუარი. მოზილეთ ცომი და გაყავით 4 ნაწილად. ცოტა ხანს დაასვენეთ ცომი და ამასობაში გულსართი მოამზადეთ. ერთმანეთში შეურიეთ და ააფხვიერეთ ფქვილი, შაქარი და მარგარინი (კარაქი). დაამატეთ ვანილი. გულსართიც გაყავით 4 ნაწილად. ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, მოაყარეთ გულსართი და გადაახვიეთ რულეტივით. დაჭერით, დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე და ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, სანამ ლამაზად არ დაიბრაწება. * რჩევა რედაქციისგან: ქადის გულისთვის ფქვილს თუ წინასწარ მოშუშავთ მშრალ ტაფაზე და ცოტაოდენ უცხო სუნელს დაამატებთ, განსაკუთრებულ გემოს და არომატს შეიძენს, რომელიც ნიგვზის არომატს მოგაგონებთ. სცადეთ!