იდეალური ცომი ფუნთუშებისთვის
იდეალური ცომი ფუნთუშებისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ძალიან მსუბუქი, ნაზი და ჰაეროვანი ცომის რეცეპტი ფუნთუშებისთვის.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 კგ
  • რძე - 500 მლ
  • შაქარი - 250 გ
  • საფუარი - 1 ს.კ
  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 1 + ზემოდან წასასმელად
მომზადების წესები

თბილ რძეს დაამატეთ გამდნარი კარაქი. შეურიეთ საფუარი, შაქარი და ცოტა მარილი. მოურიეთ კოვზით, სანამ კარგად არ გაიხსნება. დაამატეთ კვერცხი.
გაცერით ფქვილი და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ რძიან მასას. მოზელვის შემდეგ ცომს თავზე დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 40-60 წუთი. ამოფუებული ცომი ხელახლა ჩაზილეთ და კვლავ ადროვეთ ამოფუება. შემდეგ გადმოიღეთ ფქვილიან მაგიდაზე, გადაზილეთ და დაყავით ულუფებად. დაალაგეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, დააფარეთ თავზე და დატოვეთ 10-15 წუთი. შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში .

ცომს შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი ტკბილი გულსართი ჩაუდოთ: ხილი, ჯემი, ხაჭო, შაქრიანი დარიჩინი და ა.შ. .

ტეგები:
ცომი ფუნთუშა რძე ნანახია: 149188