სოკოს ღვეზელები ფენოვანი ცომით
სოკოს ღვეზელები ფენოვანი ცომით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 5-6 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • სოკო - 250 გ
  • მარილი და პილპილი
  • მზა ფენოვანი ცომი - 1 კგ
  • გახეხილი ყველი - 100 გ
  • კვერცხი
მომზადების წესები
კარტოფილი მოხარშეთ, გააციეთ და წვრილ კუბებად დაჭერით.  სოკო დაჭერით და ხახვტან ერთად მოშუშეთ. შეურიეთ ერთმანეთს ორივე მათგანი, დაამატეთ გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი.
მზა ფენოვანი ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ. დაჭერით კვადრატებად, თითოეულ კვადრატს ჩაუსეთ გულსართი და გადაახვიეთ. ემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
გამოაცხვეთ 15-20 წუთი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.