ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი ღვეზელი "გალეტა"
ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი ღვეზელი "გალეტა"
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ოხრახუში
  • მწვანე ხახვი
  • ლორი - 250 გ
  • ყველი - 200 გ
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • კვერცხი - 6
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ლორი დაჭერით ჩხირებად, მწვანილი წვრილად. ყველი გახეხეთ.
კვერცხი ათქვიფეთ, ცოტაოდენი გადაინახეთ ზემოდან წასასმელად, დანარჩენს დაამატეთ მარილი, პილპილი და მწვანილი. 
კარგად გაახურეთ ტაფა და დაასხით კვერცხის მესამედი. შეწვით 1-2 წუთი, თავდახურული. გადმოიღეთ და მის მსგავსად შეწვით კიდევ 2 ომლეტი. 
ცომი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ ფორმაში.  დაადეთ ერთი ფენა ომლეტი, ზემოდან გაანაწილეთ ლორი და მოაყარეთ ყველი. შემდეგ კვლავ ომლეტი, ლორი და ყველი. ასე გაიმეორეთ სამივე ფენის დალაგებისას.
ზემოდან გადააფარეთ ცომის მეორე ფენა და მოუკარით გვერდები. გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ  20-30 წუთი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.