სტაფილო და კომბოსტო კომბაინში დააქუცმაცეთ და შეურიეთ ფარშს. დაამატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. გააკეთეთ პატარა გუფტები და ჩაალაგეთ ფართო ქვაბში ან ტაფაში. ერთმანეთს შეურიეთ პომატის პასტა, არაჟანი და წყალი. გემოვნებით დაამატეთ მარილი და პილპილი. ეს სოუსი დაასხით გუფთებს და დადგით საშუალო ცეცხლზე 20-25 წუთი ან მოამზადეთ ღუმელში.სურვილის შემთხვევაში ფარშში შეგიძლიათ მოხარშული ბრინჯი და გატარებული ხახვიც დაამატოთ, თუმცა ბრინჯის გარეშე უფრო ფუმფულა გამოდის.