კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილისგან ათქვიფეთ ბეზე. გულები და შაქარი ცალკე ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ წყალი, კარაქი, ვანილი და განაგრძეთ თქვეფა, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კვლავ ათვიფეთ. ბოლოს რძე შეურიეთ. მიღებულ თხელ ცომს მიქსერის გარეშე შეურიეთ ცილა. ცომი საკმაოდ თხელია. 20-22 სმ დიამეტრის ფორმას ძირში წაუსვით ცხიმი ან დააფინეთ ქაღალდი და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი ან სანამ ზედაპირი მსუბუქ ოქროსფერს არ მიიღებს. ღუმელიდან გამოღების შემდეგ ჯერ ფორმაშივე გააგრილეთ. შემდეგ მთლიანად გააცივეთ 3-4 საათი მაინც, მოაყარეთ შაქრის პუდრი და მხოლოდ ამის შემდეგ დაჭერით. უხდება ხილი, განსაკუთრებით კენკრა.