ხაჭო გაატარეთ საცერში. დაამატეთ კარაქი და ათქვიფეთ. დაამატეთ კვერცხის გულები, შაქარი, ცედრა, ვანილი და მანანის ბურღული. ხელახლა ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოს მასას. დაამატეთ ქიშმიში და ნებისმიერი სასურველი ნიგვზეული. გადაიტანეთ ცხიმწასმულ მართკუთხა ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 1 საათი 180 გრადუსზე.ზემოდან ოქროსფერი უნდა მიიღოს, მაგრამ თუ ფერი დროზე ადრე იცვალა, ფოლგა დააფარეთ."სირნიკი" ფორმიდან მხოლოდ ბოლომდე გაცივების შემდეგ ამოიღეთ. მოამზადეთ მინანქარი: შურიეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გააგრილეთ და მოასხით დესერტს. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში 1 ღამით. დილით კი მიირთვით ყავასთან ან ჩაისთან ერთად პირდაპირ მაცივრიდან გამოღებისთანავე.