ყვავილოვანი კომბოსტოს "საცივი"
ყვავილოვანი კომბოსტოს "საცივი"
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 1 თავი
  • ნიგოზი - 300 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიორი - 4 კბილი
  • უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი - გემოვნებით
  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • ძმარი - 1-2 ჩ.კ
მომზადების წესები
ნიგოზი და ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპში. დაამატეთ სუნელები, მარილი და ძმარი. შემდეგ შურიეთ იმდენი ცივი წყალი, სანამ სასურველ, საცივის კონსისტენციას არ მიიღებთ.

ყვავილოვანი კომბოსტო 5-10 წუთი მარილიან მდუღარე წყალში მოხარშეთ. გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი.
ხახვი დაჭერით და მოშუშეთ. გადაიტანეთ ჭურჭელში, დაალაგეთ კომბოსტო და მოასხით სოუსი. შეგიძლიათ მოაყარეთ ბროწეულის მარცვლებიც