აფხაზური მამალიგა
აფხაზური მამალიგა
დრო 20წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ეს კერძი ძალიან ჰგავს მეგრულ ღომს, მზადდება სიმინდის ფქვილით ან ღერღილით და მიირთმევენ მარილიან სულგუნთან ერთად.

ინგრედიენტები

  • სულგუნი - 150 გ
  • წყალი - 2-2.5 ჭიქა
  • სიმინდის ფქვილი ან ღერღილი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 1 ს.კ
მომზადების წესები

მდუღარე წყალში, გამუდმებული მორევით ნაწილ-ნაწილ ჩაყარეთ და გახსენით სიმინდის ფქვილი ან ღერღილი. კოშტები არ უნდა დარჩეს. თუ ფქვილით აკეთებთ 5-7 წუთი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, თუ ღერღილით - 10-12 წუთი.
მოხარშულ ფაფაში შეურიეთ კარაქი.

ამის შემდეგ ორნაირი გზით შეიძლება ყველის დამატება: დაამატეთ კუბებად დაჭრილი და კიდევ ცოტა ხანს ხარშეთ ან თეფშზე გადმოღების შემდეგ დაამატეთ.

ფაფას მარილი არ სჭირდება - მხოლოდ ზომიერად მარილიანი ყველი.

ტეგები:
ყველი სიმინდი აფხაზეთი ნანახია: 22538