დრო
25წთ
ულუფა
4
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ამ გზით მარტივად გაამზადებთ რამდენიმე ულუფა ომლეტს მოკლე დროში!
ინგრედიენტები
- კვერცხი - 8-9 ცალი
- რძე - 150 მლ
- მარილი და პილპილი
- ხახვი - 1-2 თავი
- ლორი - 200 გ
- სასურველი მწვანილი
მომზადების წესები
ამ ომლეტის გაკეთება შეიძლება ნებისმიერი ინგრედიენტით რაც მაცივარში გაქვთ. დაამატეთ სხვადასხვა ბოსტნეული: ტკბილი წიწაკა, პომიდორი, ბროკოლი, სატაცური, სოკო,ბეკონი, გაყინული ბარდა, ისპანახი, მოხარშული კარტოფილი და ა.შ.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ, დაამატეთ დაჭრილი ლორი და კიდევ 1 წუთი შუშეთ.
ათქვიფეთ კვერცხი და რძე, შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.
მაფინის ფორმებს წაუსვით ცხიმი. გაანაწილეთ ხახვი და ლორი, მოაყარეთ ყველი, მოასხით რძიანი კვერცხი და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი