ბადრიჯანი და წიწაკა დაალაგეთ ტაფაზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ არ დარბილდება. მზა ბოსტნეული გააგრილეთ, გააცალეთ კანი და თესლი (წიწაკას), დაანაწევრეთ და დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ხახვი, ნიორი, მარილი, პილპილი, ზეთი და ძმარი.პარალელურად მოამზადეთ ცომი: შეურიეთ ფქვილი და კარაქი ერთმანეთს, დაამატეთ კვერცხი, წყალი, შემდეგ მარილი და ფქვილი. ცომს სასურველია, არაერთგვაროვანი სტრუქტურა ჰქონდეს, ამიტომ ძალიან ნუ დაამუშავებთ. ცომი შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.გააბრტყელეთ ცომი და გამოჭერით წრეები, რომლის დიამეტრიც ფორმაზე დოტა დიდი იქნება. ფორმებს წაუსვით ცხიმი და ჩააფინეთ ცომის წრეები. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხეთ 10 წუთი. შემდეგ გამოიღეთ, ამოავსეთ ბოსტნეულით და კიდევ 10-15 წუთი აცხვეთ.