ბადრიჯანი და წიწაკაგარეცხეთ, გაამშრალეთ, დაალაგეთ ტაფაზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ არ დარბილდება. მზა ბოსტნეული გააგრილეთ, გააცალეთ კანი და თესლი (წიწაკას), დაჭერით, დაამატეთ მწვანილი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, ნიორი, მარილი, პილპილი, ზეთი და ძმარი. კარგად ამოურიეთ და შეინახეთ მაცივარში, რათა გემო უკეთ გაუჯდეს.