რულეტის მომსამზადებლად საჭიროა ჩვეულებრივი ბისკვიტის ცომი. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილისგან ათქვიფეთ ბეზე, გულები ცალკე ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. დაამატეთ ცილა და ფრთხილად შეურიეთ, მიქსერის გარეშე. შემდეგ დაამატეთ ფქვილი. ცომის ნაწილი გადაიღეთ ცალკე, შეურიეთ საღებავები და გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. საცხობ ტაფას დააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. მოხატეთ ფერადი ცომით და ცოტა ხნით საყინულეში შედგით. როცა ცომი გამაგრდება, ზემოდან გადაუსვით დარჩენილი თეთრი ცომი და გამოაცხვეთ 10 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.მზა ბისკვიტი ფრთხილად გადმოაბრუნეთ, მოაცილეთ ქაღალდი და ისე გადაახვიეთ, რომ ნახატი ზემოდან მოექცეს. ამ მდგომარეობაში გააციეთ. შემდეგ გახსენით, წაუსვით სასურველი კრემი და ხელახლა გადაახვიეთ. გულში შეგიძლიათ ჩააყოლოთ ალუბალიამ ტექნოლოგიით შეიძლება რულეტს ნებისმიერი ფიგურა დაახატოთ.